მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოება ღირსია და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება - ოპოზიციამ და ხალხმა, ბევრი გააკეთეს, რომ სიტუაცია დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანონ

საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით დემოკრატია უპირველესად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გააზრებულად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ეს არ უნდა იყოს მოდის კარნახით, არც ემოციების კარნახით.

„მთავარი ტენდენცია, რომელიც ბოლო ხანებში შეიმჩნევა და ამაზე ბევრი იზრუნეს, რომ ემოციებს ჩაენაცვლებინა, ყოველგვარი სივრცე მოესპო არგუმენტებით და რაციონალური მსჯელობისთვის. ეს არის ყველაზე მეტად გულსატკენი, რაც ბოლო ხანებში შეიმჩნევა. ერთგვარ მოდად იქცა, რომ დააკვირდეთ უდიდეს უმრავლესობას, ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, ან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პროტესტს აცხადებს, სერიოზული დეფიციტი აქვთ არგუმენტების, თუ რატომ არის პრობლემური ეს კანონპროექტი, უცხოელი პარტნიორებისგანაც იმავენაირ შეგონებებს ვისმენთ, მაშინ, როცა რეალური არგუმენტი, ამ დრომდე არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რატომ არის ცუდი საერთოდ ეს კანონპროექტი. მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ, რა შეიძლება ჰქონდეს საერთო რუსულ, იგივე თემის მარეგულირებლად მიღებულ საკანონმდებლო აქტთან და აღმოვაჩენთ, რომ არაფერი, შინაარსობრივი მსგავსება რუსულ კანონთან მიმართებით იოტისოდენაც არაა. ოპოზიციამ და ხალხმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში წყალი აამღვრიონ, ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანონ სიტუაცია. მინდა გავაფრთხილო ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ოცნებობს საქართველოს მიტრიალებას 90-იანებში ან 2003 წელში - რაც უფრო მალე მოეშვებიან ამ მაიმუნობას ეს წაადგება ჩვენს ხალხსაც და მათაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის