შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე - სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ კარზე და არ გვიღებენ ბოლომდე, პატარათი შეგვაჭყიტეს

ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე - სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი რამე აფერხებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, ეს არის თავად ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ.

„სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც უნდა ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს სადღაცა შესვლაზე. სინამდვილეში, აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. ჩვენ ვამბობთ მიგვიღონ ნატო-ში და გვეუბნებიან უარს. ჩვენ ვამბობთ გაგვიხსნან მოლაპარაკებები და ჩაგრავენ ქართველ ხალხს. [მოლაპარაკებებს] უხსნიან ქვეყნებს, რომლებიც ჩამოგვრჩებიან ჩვენ არ უხსნიან საქართველოს. ამიტომ ასე შემობრუნება, გადმობრალება ქართველ ხალხზე, რომ თითქოს, ქართველი ხალხი რაღაცნაირად აყოვნებს პროგრესს, შორს არის სიმართლისგან. სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა