მამუკა მდინარაძე - დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ - დიდი ინტერესით დაველოდები 20 ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას

გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ვინაიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას, დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს, აქვეყნებს ოპონენტების მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს, დრონის ვიდეოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ კვადრატულობას, შესაბამისად, ყველას შეუძლია, თავადვე იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

"გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

რადგან დიდი აცდენები გვაქვს, მოდი ასე მოვიქცეთ. ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას.

მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია.

ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

დიდი ინტერესით დაველოდები ოციათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება მე ვცდებოდე და სიმჭიდროვე 3-4 ადამიანი იყოს ერთ კვადრატულ მეტრზე ან “ტას.ჯი” ცდებოდეს და 9 კი არა, 25-30 ათასი კვადრატული მეტრი იყოს ეგ ტერიტორია!

P.S. ძალიან ვთხოვ ყველას, არ დაიწყონ, რა დროს ხალხის რაოდენობაა, თავებს ითვლიან და ა. შ. გამჭვირვალობის კანონის რუსულობის ან რაიმე ცუდის შესახებ არგუმენტს თქვენ არ ამბობთ და რაღაცაზე საგნობრივად ხომ შეიძლება ვიკამათოთ? თან მე არ დამიწყია", - წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება