ოთარ შამუგია - ევროინტეგრაციის კონტექსტში, ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმართა.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

„საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს