ადვოკატი - გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი - მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს

უჩა აბაშიძის მეუღლის, მარიამ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

მარიამ იაშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მან 1000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა და დაკავებულ უჩა აბაშიძის მეუღლეს, მარიამ იაშვილის პატიმრობა შეუფარდა.

"მე საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს გვიან, მარიამ იაშვილის ინტერესებს ვიცავ. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ვნახოთ, პოზიციებს შევაჯერებთ ჩემთან კონსულტაციის შემდეგ. იმ კვირაში აუცილებლად ვინახულებ მას, იცით, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდება. მე აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოვითხოვე შუამდგომლობა და ალტერნატიული სახით დავაყენე 1000 ლარის გირაოს შეფარდების საკითხი",-განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება