ევროკავშირის ელჩი - ვმუშაობთ და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან

მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კომენტარის შესახებ.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ან სხვა პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ, ის, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან ვმუშაობდით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან. ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ამას არსად მივყავართ!“.

„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!" , - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი