ირაკლი კობახიძე - გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“  რომ იდენტური ცნებებია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა - მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული

გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრალდებულ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლესთან დაკავშირებულ ბრალდების საქმეს.

როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც „მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს“.

„ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ. ერთი რამ შემიძლია გითხართ, მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული. ამ მასშტაბის გარყვნილება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. საუბარი არის ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდნენ ათასობით კომპაქტ დისკს, რომელზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც „ნაცმოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, მაგრამ რეალურად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, საუბარი არის იმ რაოდენობით ვიდეოჩანაწერებზე, რომლის ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება. გარყვნილების წარმოუდგენელი მასშტაბი არის სახეზე. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული საბოლოოდ იქნება სათანადო წესით დადგენილი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია