ირაკლი კობახიძე - მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით - რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ

ჩვენგან გამოვლენილია მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და ეს ინიციატივაც [დისკუსიის გამართვა] ამის გამოხატულებაა - მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, კობახიძის თქმით, მათ დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ზუსტად ასევე ეშინიათ, რადგან „კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც შეუძლებელია“.

„ჩვენ ვგულისხმობთ უცხოელ პარტნიორებთან დისკუსიას, რაზეც საუბარი მქონდა ევროკავშირთან და ეუთოსთან. ანუ, მათთან დისკუსიისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს აბსოლუტურად გასაგებია - დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ მათ, დღესაც ზუსტად ასევე ეშინიათ. რადგან სინამდვილეში კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც შეუძლებელია, როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - წელიწადში ერთხელ NGO-ების მიერ დეკლარაციის ჩაბარებას. აქ რა შენიშვნა უნდა წარმოადგინონ, მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გაურბიან თუნდაც ვეტოზე საუბარს. ჩვენგან გამოვლენილია მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და ეს ინიციატივაც ამის გამოხატულებაა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით - დანარჩენი ვნახოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა იქნება მთავარი არგუმენტი, რაც რწმენას აძლევთ, რომ ოპონენტების და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას შეძლებს კობახიძემ უპასუხა, რომ „მთავარი არგუმენტი არის, რომ კანონი კარგია“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს