სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე

სტუდენტების ნაწილი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე.

სტუდენტების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აანონსებენ.

როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესზე უარს ამბობენ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

სტუდენტების ნაწილს, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორშაბათიდან უარს აცხადებენ აუდიტორიებში შესვლაზე, უერთდებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

მათი განცხადებით უარს ამბობენ ლექციებზე დასწრებაზე ორშაბათიდან აცხადებენ გაფიცვას.

განცხადების შემდეგ სტუდენტებმა ფიციც დადეს, რომ „უდრეკად დაიცავენ თანამემამულეების ჯანმრთელობას და არაფრის ფასად დათმობენ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას, სიცოცხლის ფასად დაიცავენ სამშობლოსა და მის ღირებულებებს.“

„ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს რუსულ ჩექმას არ გავათელინებთ! ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს! ვფიცავთ, რომ ჩვენ შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში!“, - განაცხადეს სტუდენტებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს