„რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ სტუდენტური ტური გაიმართა

პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ საქართველოში მოგზაურობის პირველი ნაწილი დასრულდა.

ორგანიზატორების ინფორმაცით, ფინალური ტური „ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ თამაშზე თავი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიყარეს.

ფინალური თამაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, გახსნა. „ძალიან სასიხარულოა ამდენი ახალგაზრდის დანახვა, რომლებსაც სურთ, მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ და მის ღირებულებებს იზიარებენ. ჩვენ დღეს, მას შემდეგ, რაც გუშინ ისტორიული ევროპის დღე - გასულ წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან პირველი ევროპის დღე აღვნიშნეთ, „რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ პირველ რაუნდს ვხურავთ. კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირში საქართველოს მომავლისთვის და თქვენთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი მოქალაქეებისთვის. ახლა, როგორც არასდროს, თქვენზე - საქართველოს ახალგაზრდებზეა დამოკიდებული ევროკავშირის ღირებულებების - დემოკრატიის, თავისუფლების, თანასწორობის, ადამიანის უფლებების დაცვა. და თქვენზეა დამოკიდებული, იქნებით თუ არა აქტიურები თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ელჩმა.

თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, იმგვარად, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციია მიეღოთ.

„რა? სად? როდის?" თამაშების სერიას უძღვებოდნენ გიორგი მოსიძე, საქართველოს კლუბის პრეზიდენტი და წამყვანი, აგრეთვე კლუბის სხვა წევრები.

მარათონი 2023 წლის ივნისში წარმატებით დაიწყო და წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა. მასში 5 900-ზე მეტი მოტივირებული ახალგაზრდა იყო ჩართული. საქართველოს 61 მუნიციპალიტეტში, თბილისის 10 უბანსა და აგრეთვე არასრულწლოვანთა კოლონიაში გამართულ თამაშებში დაახლოებით 1 000 გუნდი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს