პარლამენტთან აქციაზე - "გავათენოთ საქართველოსთვის"  მოქალაქეები იკრიბებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.

მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოზუნგით - „გავათენოთ საქართველოსთვის“ დილამდე დარჩებიან.

უფრო კონკრეტულად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები, რაც მათივე თქმით, “უსაფრთხოდ ყოფნაში” დაეხმარებათ.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. “საქართველოს გაუმარჯოს”.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით გაამაგრეს. კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება