პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის" იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის", გზა გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“. აღნიშნული ნივთებია - საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება