ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, - ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.

„ფედერაციის საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ანდრეი რემოვიჩ ბელუსოვის კანდიდატურა", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბელუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად - ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - სერგეი ლავროვი, იუსტიციის მინისტრად - კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე - სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე - ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - დიმიტრი კოჩნევი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო