პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ, თავისუფლების მოედანზე კი სპეცრაზმია მობილიზებული - ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ.

კერძოდ, პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. მანამდე კი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.

გარდა ამისა თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის", გზა გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით, დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“, მათ შორის აქვთ აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ღამის გასათევად საძილე ტომრები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება