ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუს დანიშვნის შესახებ“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი კი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება