ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატს ამის შესაძლებლობა არ მისცეს

ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ უნდათ ეს ისტერიკა, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ. არჩევნებს დაელოდონ და ეს კანონი გაიტანონ, - ამის შესახებ ­„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მან პარლამენტში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ხელისუფლების წევრებს უთხრას, რომ ისინი „დამარცხებულები არიან“.

„მინდა დღეს ხელისუფლებაში მყოფ ხალხს ვუთხრა, რომელიც ისტერიკაშია, ძალადობენ მოსახლეობაზე, სახლებში დასდევენ, ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდებიან, მათ შორის ახალგაზრდებს, უწიოკებენ მშობლებს, მცირეწლოვან შვილებს, ისინი დამარცხებულები არიან. ჩემი სახის ძვლები შეხორცდა, მაგრამ მათი რეპუტაცია ვერასდროს ვეღარ აღგება და ეს უნდა ესმოდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ასევე მინდა ვუთხრა მათ, მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, თუ ამ ადამიანებს ქვეყნის და ხალხის ინტერესი აინტერესებთ, გაიტანონ ეს კანონი და ხალხს მისცენ შესაძლებლობა, მშვიდად გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი კანონი უნდათ. როცა ძალმომრეობით საუბრობენ, მათ შორის პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ათას სიგიჟეს იგონებენ, უნდა გესმოდეთ, რომ მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა უმუშევრობაზე, ფასების ზრდაზე, მიგრაციაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს, ეს პროვოკაციული „რუსული კანონი“ შემოიტანა რუსულმა ხელისუფლებამ კრემლის დავალებით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირზე იტყვის უარს.

„რად უნდათ ეს ისტერიკები, საგანგებო ბრიფინგები, რომ ყველას დაგიჭერთ. მინისტრი გამოვიდა და ასეულობით ადამიანს დავიჭერთო. ისეთი კანონი როგორ უნდა მოიფიქრო, რომ ასეულობით ადამიანის დაკავება დაგჭირდეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება