გიორგი ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები უკვე პარლამენტში იმყოფებიან - გვინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ

უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტის სხდომაზე [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები], სიმართლე ყოფილა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში უკვე იმყოფებიან.

ვაშაძის თქმით, "ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან".

„მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ - ახალგაზრდები ამბობენ, რომ გავუნაწილებთო. ყველა ამას ამბობს, რომ შიგნით არიან [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები] და ხომ ვნახავთ? უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტის სხდომაზე, ალბათ, სიმართლე ყოფილა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს“.

„ეს კანონი ყველა მისი მუხლით არის რუსული და მას შერბილება და შელამაზება არ უშველის. ამიტომ მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, ნახავთ, რომ ის სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს. კონსტიტუციაზე წინ დააყენეს საკუთარი თავი. არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეგეც და ყველა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს