რატი ამაღლობელი - უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი - ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გაზაფხულისთვის, დღის სინათლისთვის, უნდა განვდევნოთ ჩრდილოეთი საქართველოდან

დღეს ჩვენ ერთად ვათენებთ ღამეს საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

აქცია, ლოზუნგით „გაუთენე საქართველოს“ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სიტყვით გამოსვლებამდე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი. ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გაზაფხულისთვის, დღის სინათლისთვის ბრძოლა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვდევნოთ ჩრდილოეთი საქართველოდან. ამიტომ, ყველას გელოდებით ნელ-ნელა. ბევრნი ვართ, კიდევ ბევრი გავხდებით“, - განაცხადა ამაღლობელმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა და პროტესტის უწყვეტობა.

„მთელმა საქართველომ განსაკუთრებული ძალა ანახა ამ ერთ თვეში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში ასეთი უწყვეტი, პერმანენტული, მზარდი პროტესტი. გუშინ მთელმა სამყარომ, მთელმა მსოფლიომ ნახა ბედნიერი, მშვიდობიანი, ლაღი, გახარებული, თავისუფალი საქართველო“, - განაცხადა ამაღლობელმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის

მონაწილეებს, საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან განლაგდნენ, მათ შორის ისინი იმყოფებიან პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება