მამუკა მდინარაძე - თამაში კი არ არის, პრეზიდენტის ვალდებულებაა, როცა წარმოადგენს ვეტოს დასაბუთებას, ჰქონდეს კანონპროექტის სახე - „არაო“, არ დავწერო, თავისი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი

ვინმემ ეს არ მიიღოს გარკვეულ უკან დახევად ჩვენი მხრიდან, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები ვეტოს პროცესში შევა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვალდებულებაა წარმოადგინოს ვეტოს დასაბუთება და მისი მხრიდან ამის უგულებელყოფა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ნიშნავს.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ერთი ოდნავ რაციონალური მაინც თუ შეუძლიათ, აგერ მიუთითონ პრეზიდენტს, ძალიან ეწყინა დღეს, მაგრამ ან „ენჯეოები“ უწერენ ან გარედან ავალებენ ვეტოსთან დაკავშირებულ თუ სხვა თემებთან დაკავშირებით საკითხებს. მან თქვა „რუსულია“ და დამთავრდა, ჯაფარიძის ძმამ რომ თქვა, არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, მათი ველიაო, ეს მართალია, სიმართლე წამოსცდა იმ კაცს მაშინ. ანუ, როგორც კი არგუმენტაციაში შემოვლენ, აგებენ. უნდა თქვან, უბრალოდ „რუსულია“, „ეს ჩვენ ევროპულ მომავალს აზიანებს“, თან ლაპარაკობენ იმ პარტიაზე, რომელმაც ყველა ევროპული წარმატება უზრუნველყო ამ ქვეყანაში, ამას დავანებოთ თავი ერთი წამით, მაგრამ ჯერ პრეზიდენტი რომ გქვია ადამიანს და უბრალოდ ამ შენიშვნებში და ამ მანიპულაციებში და ამ თამაშში არ შევალო - თამაში კი არ არის, ვალდებულებაა პრეზიდენტის თუნდაც წოდებულის, რომ როცა წარმოადგენს ვეტოს დასაბუთებას, ამ დასაბუთებას აქვს კანონპროექტის სახე, ანუ მანდ უნდა ჩაწეროს იქ რა არ მოსწონს და რა არის მისთვის მისაღები ვარიანტი, მარტივად რომ განვმარტო საზოგადოებისთვის. მან თქვა, რომ არაო არ დავწერო, ანუ თავისი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი“, - განაცხადა მდინარაძემ, "იმედთან".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო