დევიდ კამერონი - მხარს არ ვუჭერ რაფაჰში დიდ შეტევას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის არსებობის გარეშე

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით ისრაელის გეგმას მხარს არ უჭერს.

კითხვაზე, არასწორი იქნება თუ არა შეჭრის დაწყება, კამერონმა უპასუხა :

„ასე იქნება, ადამიანების დაცვასთან დაკავშირებული გეგმის გარეშე. რაფაჰში დიდი შეტევა რომ განხორციელდეს, უნდა არსებობდეს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვა ადამიანების სიცოცხლე, როგორ უზრუნველყო ისინი საკვვებით, მედიკამენტებითა და თავშესაფრით. ჩვენ არ გვინახავს ასეთი გეგმა, ამიტომ ამგვარ შეტევას მხარს არ ვუჭერთ“, - აღნიშნა კამერონმა.

ამასთან, მისი თქმით, ის ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტის იდეის წინააღმდეგია.

„ეს გააძლიერებს „ჰამასს“ და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ გარიგებას ნაკლებად სავარაუდოს გახდის, არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომა იქნება“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება