აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს - ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელებთან აგრძელებენ პროტესტს

აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს.

ჩიტაძე - ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის, “მონებო”. აღნიშნულით ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს.

აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.

ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება