პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერი სამართალდამცველებმა დაიკავეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერი სამართალდამცველებმა დაიკავეს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ პარლამენტის უკანა ტერიტორია მოქალაქეებს სრულად დაატოვებინონ. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო".

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ადგილზე განლაგებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს მოუწოდა, არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.

აქცია პარლამენტთან 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს