დევიდ კამერონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება