თინა ბოკუჩავა - ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი

ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია.

„მორიგ ჯერზე დაარბიეს, უმოწყალოდ სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს 1 წუთსა და 7 წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის 1 წუთსა და 7 წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპული ქართველი ხალხი, ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს რომ დააშინოს. ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, 100 გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი ადამიანი გამოდის, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში. იცით, რომ ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი მონური მორჩილებით რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღოს მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომელმაც რუსული გზა და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მორჩილება აირჩია რუსული კანონის მხარდაჭერით, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება, ასახავს, ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპის გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა და ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო, მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად, მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება