ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.

მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“.

ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან - ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზეც რჩებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება