გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება გაიმართა

ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ძალისხმევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეკრებამ, რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. მათივე ცნობით, ამ ნაკადის მოსამზადებელი სემინარები და წვრთნები, 9 დღეს გასტანს.

როგორც მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი, მალხაზ ქარაზანიშვილი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა აცხადებენ, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფები არა ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის ბრძოლაში გამოცდილ ვეტერანებთან ერთად, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში. მათივე თქმით, გულანთებულმა ახალგაზრდებმა, საზოგადოებას არა ერთხელ აჩვენეს ქვეყნისთვის ერთიანობის, გამოწვევების ერთიანი ძალებით დაძლევის მაგალითი, „თუმცა, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მათი პოტენციალის ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში, ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილ ვეტერანებთან ერთად ჩართვა არსებითად მნიშვნელოვანია“.

„ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა“ და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ - „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ და ა(ა)იპ - ,,საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ - ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მოხალისეთა მეორე ნაკადის შეკრებისთვის, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, მოსამზადებელი სამუშაოები მაისის მესამე დეკადაში განახლდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო