პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - არ გრცხვენიათ? იმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში „რუსული კანონის“ მისაღებად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი

მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, იმისთვის, რომ „ოცნებას“ „რუსული კანონისთვის“ მხარი დაეჭირა, სპეცრაზმი ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ის, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დარბევის ფონზე და ასე დაუჭირეს მხარი მესამე მოსმენით „რუსულ კანონს“, ამით თავს არ უნდა იწონებდნენ.

ჩვენ 14 საათი, მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, თქვენ სად იყავით, სად იმალებოდით ან სად გეძინათ „რობოკოპებს“ ამოფარებულები რომ შეიპარეთ პარლამენტში?

არ გრცხვენიათ? იმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში „რუსული კანონის“ მისაღებად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი.

მართლა, რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა? გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? არა „რუსულ კანონს“! არა „რუსულ ხელისუფლებას!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება