ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით გადაინაცვლეს და უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებს სურს, რომ მერაბ ხალვაშისგან პოზიცია მოისმინონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ახლა ჩვენ ვეცდებით, რექტორთან შესვლას. ვითხოვთ პოზიციის დაფიქსირებას. ყველამ ერთად ვუთხართ რას ფიქრობენ მისი სტუდენტები. აქ ვიმყოფებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია. საქართველოს გაუმარჯოს”, - განაცხადეს აქციაზე მყოფმა სტუდენტებმა.

აქციაზე ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს