სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება