ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს, აქციის ორგანიზატორებმა ბსუ-ს ადმინისტრაციის სახელით მიმართეს და აღნიშნეს, რომ სტუდენტებს გაცდენილი საათები სემინარზე აუნაზღაურდებათ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს, აქციის ორგანიზატორებმა ბსუ-ს ადმინისტრაციის სახელით მიმართეს.

როგორც მათ განაცხადეს, აქციაზე მყოფ სტუდენტებს, გაცდენილი საათები სემინარზე აუნაზღაურდებათ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პოზიციას თბილისში აქციის დროს ახალგაზრდების დარბევასთან დაკავშირებითაც დააფიქსირებს.

„მეოთხე კურსელებს, ვისაც გქონდათ გამოცდები, ვინც გააცდენთ ამ აქციების გამო, ხარისხი ეცდება რომ სემინარებით აანაზღაუროს. ხვალ უნივერსიტეტი, დღის მეორე ნახევარში განცხადებას გაავრცელებს და დაგმობს ახალგაზრდების მიმართ მუქარას და ძალადობას. მოვუწოდებთ, სტუდენტებს ნუ გეშინიათ, ჩვენ მზად ვართ ბრძოლა მივიყვანოთ გამარჯვებამდე. ხვალ დაველოდოთ უნივერსიტეტის სრულ პოზიციას, თუ არ მოგვეწონება კი ვიცით როგორ შევაცვლევინებთ, რაც შეეხება საზღვაო აკადემიის, ხელოვნების და რობაქიძის უნივერსიტეტებს ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და არ გავატანინოთ თავისი. დავდოთ პირობა აკადემიის სტუდენტებთან ერთად, რომ საზღვაო აკადემიის კარი სტუდენტებისთვის არასდროს დაიკეტება. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ უნივერსიტეტის პოზიციას რობაქიძის და ხელოვნების უნივერსიტეტები ყოველთვის ერთად ვიქნებით”,- მიმართა აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს