ბადრი ჯაფარიძე - რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს, გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ

რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში, იქნება აღკვეთილი ხალხის მიერ.

„ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი - რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ამავდროულად, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს ხალხთან ერთად, მათ სურთ საქართველო იხილონ ევროკავშირში, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროკავშირში. „ხალხის ძალა“ იქნება თუ „ქართული ოცნება“, მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა მათი მხრიდან, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში, იქნება აღკვეთილი ჩვენი ხალხის მიერ და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აფასებენ ამას, როგორც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საბოტაჟის მცდელობას. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების.

საზოგადოდ არსებობს ასეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და არა გაუქმება - მე ევროპელების ნაცვლად ამაზე ვერ ვისაუბრებ, ცხადია, რომ ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას გადაულახავი ბარიერები, ადეკვატურ პასუხს მიიღებს ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება