ნიკა გვარამია - შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, ისეთი ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, ქუჩებში ახალგაზრდების ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან

ევროპული ინსტიტუციების და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია! - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გვარამიას თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება.

“ის თუ რას გააკეთებენ ევროპელები სანქციების კუთხით თუ ასე შემდეგ, ეს ერთი საკითხია. მე ამაზე არ ვსპეკულირებ - თვითონ ნახავთ და ამაზე განაცხადს თავად ევროპელები გააკეთებენ.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არ მოხდება - ეს არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ევროპაში ინსტიტუციების დონეზე და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია.

თუ ამ გზით სვლას გავაგრძელებთ, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, მთავრობის ამგვარი ნაბიჯები, ახალგაზრდების ქუჩებში ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისში ვიზიტით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებსაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს