კახა კალაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ - ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია. პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპულ მომავალს თავიანთი განცხადებებით. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოცემულია და ვერაფერმა და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება