CENN - მივმართავთ პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

CENN საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

„CENN გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განახორციელა.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ისინი იღებენ პასუხიმგებლობას ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება პარლამენტთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნება, რაც ქვეყანაში თანამშრომლობისგან მიღებულ სიკეთეებს შეამცირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება