კახა კალაძე - საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია

საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი. შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ადამიანების განცხადებებს წარსულში, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება ერთი მიზეზით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნულობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეს არ მოსწონთ. საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი, შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი. ჩვენი ბატონ-პატრონი და ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მისი აღმატებულება ხალხი. ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ იქნება მთავრობაში და ა.შ. ეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ პოლარიზაციის შემცირებას უწყობდნენ ხელს, აქეზებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. ჩვენ არავისთან არ გვაქვს დასაპირისპირებელი. ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული, ჩვენი გზა არის და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. არის ამ გზაზე წარმოდგენილი 9-პუნქტიანი გეგმა და მზად ვართ ეს ყველაფერი შევასრულოთ, როგორც 12-პუნქტიან გეგმაში იყო, გავაკეთეთ ყველაფერი და კანდიდატურის სტატუსი მივიღეთ. მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი ინტეგრაციის გზას“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება