სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან.

შეხვედრა გერმანიის საელჩოში იმართება.

საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იქნება.

„დღეს ვხვდებით საქართველოს მეგობრებს, რომელთაც მკაფიო გზავნილები აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ამბობენ, რომ არსებული პროცესი, რომელსაც ხელისუფლება უძღვება, არათუ გვაახლოებს, არამედ ცალსახად უკუსვლას ახორციელებს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ანუ რეგრესია მოსალოდნელი და ამ კანონის მიღების შემთხვევაში არათუ ახალს მივიღებთ რამეს, არამედ გვექნება დანაკარგები. შესაძლოა, მოხდეს როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასევე კანდიდატის სტატუსის გადახედვა, რაც იქნება ძალიან დიდი ზიანი საქართველოს ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების და პრაქტიკულად უტოლდება ეროვნული ინეტერესების ღალატს, რაც ამავე მთავრობის გადაწყვეტილებით, შეტანილია საქართველოს ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში”,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს უკვე შეხვდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება