თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეების ფარგლებში საჯარო დისკუსიათა კვირეული გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეების ფარგლებში საჯარო დისკუსიათა კვირეული გაიხსნა.

თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ევროკავშირში გაერთიანება არის ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი, უალტერნატივო კურსი, რომელიც კონსტიტუციით არის დეკლარირებული. ამ მიმართულებით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები უნდა გადადგას. ვფიქრობ, სტუდენტების მხრიდან აკადემიური აქტივობა ამ თემის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ზარანდიამ.

ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის დღეების ფარგლებში პირველი საჯარო დისკუსია - „ევროკავშირი დღეს - ინსტიტუციური და სამართლებრივი ბუნება“ თსუ მოწვეულმა ლექტორმა ნინო გახარიამ გამართა.

უნივერსიტეტის განმარტებით, 13 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დარგის ექსპერტები, თსუ-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები გაუძღვებიან საჯარო დისკუსიებსა და განხილვებს ევროკავშირის ორგანიზაციული მოწყობისა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციისა (ILSA საქართველო) და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება