ნანა ტოხვაძე - გაფიცული სტუდენტებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს - საქართველოს დამოუკიდებლობას

მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი [სტუდენტები] გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, რათა მათ განათლებას, დიპლომს და პროფესიონალიზმს თავისუფალ სამყაროში ფასი ჰქონდეს.

„არა მოძრაობა, არამედ ქმედება გაგვიყვანს შედეგზე. მგონი არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც არ შეუერთდა პროტესტს და სტუდენტურ გაფიცვას.

ნუ აგვერევა ერთმანეთში მოძრაობა და ქმედება. გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს - საქართველოს დამოუკიდებლობას და თანასწორი წევრობის შანსს ევროკავშირში. მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში.

ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ მათ განათლებას,დიპლომს და პროფესიონალიზმს თავისუფალ სამყაროში ფასი ჰქონდეს“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება