ბაია პატარაია რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე - ცოტა შოკში არიან, რომ საერთოდ არავინ არ შეხვდათ ხელისუფლებისგან, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი

ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება, - ამის შესახებ „საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაია პატარაიას განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოში რეალურად ინფორმაციის შესაგროვებლად ჩამოვიდნენ და შოკირებულები არიან, რომ ხელისუფლებიდან არავინ შეხვდათ.

„ევროკავშირი გვეუბნება იმას, რომ ყველაზე დიდი სანქცია, რასაც საქართველო პრაქტიკულად იღებს, ეს არის ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა. ისინი ამბობენ, რომ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიდის უკრაინასთან, მოლდოვასთან, მათ შორის ნატოს-თან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველო არ განიხილება. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება. ისინი ამბობენ, რომ ყველაზე სერიოზულს, რასაც ჩვენ ახლა ვკარგავთ, ეს არის ზოგადად მხარდაჭერა და ძალიან დიდი შეფერხება ევროინტეგრაციის და ნატო-ს გზაზე.

რაც შეეხება სხვა ტიპის ე.წ. სანქციებს, განიხილება ყველაფერი, თუმცა მათ აქვთ საკმაოდ სერიოზული ბიუროკრატია და სჭირდებათ დიდი კონსენსუსი. რეალურად ჩამოვიდნენ ინფორმაციის შესაგროვებლად. ცოტა შოკში არიან, რომ საერთოდ არავინ არ შეხვდათ ხელისუფლებისგან, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება