საია-ს თავმჯდომარე - ეს კანონი მთლიანად, მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან - მისი შელამაზება შეუძლებელია, ამიტომ კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული

ეს კანონი მთლიანად, მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან - ამ კანონი შელამაზება შეუძლებელია, ამიტომ ეს კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას არ ხვდება. ქურდოვანიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ კანონის შელამაზებას შეეცდება არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ ის დაუბრუნდება იმ ჩარჩოებს, რაშიც არის. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები ამასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ არ ვუჭერთ მხარს არავითარ ცვლილებას ამ კანონპროექტში. ეს კანონი მთლიანად - მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან. ამ კანონის შელამაზება შეუძლებელია. ამიტომ ეს კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული”,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

რაც შეეხება კითხვას რამდენად რეალურია, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატები დასანქცირდნენ, ან ევროკავშირის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიონ, ქურდოვანიძე ამბობს, რომ „ყველა ის შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევროპული გზისკენ”.

„სხვა შემთხვევაში საქართველო კარგავს ამ შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს ძალიან ნათელია. ამ კანონის მიღების საკითხი გადის იმაზე, საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წვერი ქვეყანა. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს ინტერესები ზარალდება ყოველდღიურად, როდესაც გრძელდება „რუსული კანონის” განხილვა. დღეს ვნახეთ ერთ წუთში დასრულებული კომიტეტის სხდომა, რომელიც პარლამენტის მუშაობის არცერთ სტანდარტში არ ჯდება. თუ ხვალ კანონს მესამე მოსმენით მიიღებენ, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს გზას, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით