ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე იმპორტის შესახებ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც ევროპელი ფერმერების პროტესტით არის გამოწვეული.

„ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან ორწლიანი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ადასტურებს და ამავდროულად, გარკვეული მოწყვლადი სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით ევროკავშირის ფერმერების დაცვას აძლიერებს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ბაზრის დასაცავად რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე არსებული დამცავი მექანიზმების გაძლიერებას და ახალ, ავტომატურ დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც ევროკომისიას კვოტების აღდგენას ავალდებულებს, იმ შემთხვევაში თუ ფრინველის ხორცის, კვერცხის, შაქრის, სიმინდის, შვრიისა და თაფლის იმპორტი 2021 წლის მეორე ნახევარში, 2022 და 2023 წლებში იმპორტირებული პროდუქციის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს აღემატება.

შეთანხმება ძალაში 2024 წლის 6 ივნისს შევა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია