„კი ევროპას, არა რუსულ კანონს", ამ მოწოდებით ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს", ამ მოწოდებით ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, მსვლელობა მოაწყვეს.

სტუდენტები სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობენ.

მათი თქმით, დაზუსტებული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს, რომ შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს, რომ იბრძოლებენ საქართველოს თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შვილები და ჩვენ, მომავალი მშობლები პირობას ვდებთ დავიცვათ ქვეყნის ღირსეული მომავალი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ევროპული გზა. ვფიცავთ, რომ ყველა რესურს და შესაძლებლობას გამოვიყენებთ”, - აღნიშნეს სტუდენტებმა ფიცის დადებისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება