ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივიდნენ, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დილიდან მართავენ აქციას.

სტუდენტებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტეს და ასე მიემართებიან პარლამენტამდე. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

დღის განმავლობაში ეს მეორე მსვლელობაა. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დღეს, 13:00 საათზე მსვლელობით შეუერთდნენ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტი და უნივერსიტეტებში გაფიცვა არ შეწყდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს კანონპროექტს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გაფიცვა, დღეს ეს გაფიცვა შედგა. აუდიტორიის უმრავლესობა არის ცარიელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შევბრუნდეთ აუდიტორიებში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება” არ გაიწვევს ამ კანონს და მანამ, სანამ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია არ დააფიქსირებს საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით.

დღეს უკვე მეორე მარში იმართება თსუ-დან. კიდევ ერთხელ დავიძვრებით და საკანონმდებლო ორგანოში გამოკეტილ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას”,- განაცხადა სტუდენტმა დიტო ბელქანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება