ირაკლი კობახიძე - საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას - პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და კანონს მესამე მოსმენით მიიღებს

საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავებს მიმართა, მომიტინგეთა მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება