ანალენა ბერბოკი - ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს

ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს.

„შეიძლება თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას“, - წერს ანალენა ბერბოკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს