ირაკლი კობახიძე - კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება - ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება

კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება-უშუალოდ კანონს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მიიღოთო, მოსახლეობის 61%- უჭერს მას მხარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების არ ეშინია, გაუგებარია, რატომ ღელავს კანონპროექტის მიღებაზე, რომლის გაუქმებაც, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს 14 დღე, თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ ახლა მაინც მოვისმინოთ სამართლებრივი არგუმენტები, რაც დღემდე ვერც ერთი ვერ იქნა წარმოდგენილი. თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს, გპირდებით, რომ გამოვეკიდებით, ოღონდ რამე მოვისმინოთ. აუცილებლად, გავიზიარებთ თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება. ერთგვარ ვაბანკზე მიდიან პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები. კანონი იქნება მიღებული და ყველა გადავალთ ამის შემდეგ ზაფხულის და საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა ეს პროცესები. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ?! მოიგონ ეს არჩევნები და ერთ კვირაში შეცვალონ კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ რეალურად, არჩევნების არანაირი იმედი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, ხომ დადასტურდება კიდევ ერთხელ ის, რაც ვთქვი -ამ ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი, ამას აჩვენებს სოციალური კვლევა. უშუალოდ კანონს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მიიღოთო, მოსახლეობის 61%- უჭერს მხარს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი რადიკალური ოპოზიცია ვერ აიძულებს საქართველოს პარლამენტს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, სცენარი არის ძალიან მარტივი, ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს