პრემიერი - მაქვს მოლოდინი, რომ ო’ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები

მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო’ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ო’ბრაიენის ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ო’ბრაიენს სანქციების პაკეტი მოაქვს თუ არა, კობახიძე ამბობს, რომ არ იცის.

„მე არაფერი ვიცი. საერთოდ არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო’ბრაიენი. არავითარი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება