პრემიერი - გაიმარჯვონ არჩევნებში და გააუქმონ - კანონის გაუქმება ნოემბერში შეუძლიათ

გაიმარჯვონ არჩევნებში და გააუქმონ - კანონის გაუქმება ნოემბერში შეუძლიათ! 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ჩვენ ვეტოს პროცედურას დაველოდებით, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ნებისმიერი სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდონ - მზად ვართ დისკუსიისთვის! დანარჩენს შევხედოთ!, - ეს განცხადება მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ ასევე, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით არის ნული სამართლებრივი არგუმენტი“.

“იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის “ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის ამ კანონის მხარეს. ამიტომ არა აქვთ არჩევნებში გამარჯვების არავითარი იმედი.

ამ კანონთან დაკავშირებით ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი, რადგან კანონი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - „ენჯეომ“ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია უნდა შეიტანოს. დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. როდესაც ამის მეტს კანონი არაფერს ითვალისწინებს, როგორ შეიძლება გქონდეს არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ?! - არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ენჯეოებმა დაადეკლარირონ, თუ სად იხარჯება მათი ფული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს