აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კანონს ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ეს გააძლიერებს შეერთებული შტატების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შეამცირებს და საბოლოოდ აღმოფხვრის რუსეთზე დამოკიდებულებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში.

„ახალი კანონი აღადგენს ამერიკის ლიდერობას ბირთვულ სექტორში. ის ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალი თაობებისთვის და უპრეცედენტო 2.72 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსებით, რომელიც კონგრესმა ახლახან გამოყო პრეზიდენტის მოთხოვნით, ის შეერთებულ შტატებში გამდიდრების ახალ შესაძლებლობებს გაააქტიურებს და მკაფიო გზავნილს გაუგზავნის ინდუსტრიას, რომ მზად ვართ გრძელვადიანი ზრდისთვის ჩვენს ბირთვულ სექტორში“, - აღნიშნა სალივანმა.

ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში 90 დღეში შევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება