მედია - დევიდ კამერონმა და დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილში გამართული შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება განიხილეს, - ინფორმაციას გამოცემა Sunday Times მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კამერონმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და „საუკეთესო პირობებს“ მისცემს, ტრამპს ქვეყნებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკების მცდელობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დევიდ კამერონის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს შედგა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის პრესსპიკერმა აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტირებისას Politico-ს განუცხადა, რომ ომთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. პუტინი უნდა დამარცხდეს. ახლა, როგორც არასდროს ამ კონფლიქტში, აუცილებელია, პუტინმა მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აღნიშნა სუნაკის წარმომადგენელმა.

თავად სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტატია არ წაუკითხავს.

"მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ლიდერები ვართ, როდესაც საქმე უკრაინას ეხება. ინვესტიცია უკრაინის უსაფრთხოებაში არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები უკვე შეშფოთებულნი არიან იმ პერსპექტივით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ისინი იქნებიან შემდეგი - ყველა შემდგომი შედეგით“, - დასძინა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება